Saturday, June 24, 2017

დღე მეხუთე რეფლექსია 5

განვიხილე პროექტის. გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა, ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის მიმდინარეობა, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ. ასევე განვიხილე სტანდარტი, რომელიც უცვლელად უნდა გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებგვერდიდან.სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს.პროექტის გეგემაში მოცემული მიზანი და შედეგის ველი უნდა შევავსო მარტივი ენით რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა სახელმძღვანელოში მოდულ2ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.
      პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის მთლიან ეტაბზე მიმდინარეობს''პროექტის დაწყების,შუასა და დასასრულს.''შეფასების მეთოდები რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგიას რომელი მოცემულია მეორე მოდულის აქტივობაში..
     რაც შეეხება ბროშურას რომელსაც ვქმნი სამიზნე კლუბისათვის მაგ:მოსწავლისთვის,შობლისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის აუცილებელია სტატიები რასაც ბროშურაში განვათავსებ განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა სტატიები.პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს და რომელიც მე უნდა წარუდგინო, აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი სლაიდები;პროექტის სახელწოდება, პროექტის შინაარსი ,ესგ,მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ,აქტივობები შეფასება და დამშვიდობების სლაიდი.
     დღეს განვიხილეტ მოდული 3, ის კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.
    მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები(სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ ,რა  აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ.სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული.

No comments:

Post a Comment

დღე მეცხრე რეფლექსია 9

გავიხსენე რაც ტრეინინგის კურსის განმავლობაში შევისწავლე, ინტელის პროგრამა, ინტელის ახალი ხედვა, შევცვალე ბლოგის დიზაინი, დავამატე ახალი გაჯ...