Thursday, June 29, 2017

დღე მერვე რეფლექსია 8

    ამ დღეს კიდევ ერთხელ განვიხილეთ როგორ შევავსო პროცედურების გრაფა ჩემი პროექტის გეგმაში, ჩამოვაყალიბეთ ერთგვარი ფორმულა და დავყავით 7 ეტაპად.
  დღეს ასევე ვისწავლე კითხვარის შექმნა drivze, ამისათვის შევედი ჩემს draivze, ახალი კითხვარის შესაქმნელად დავაწკაპე  new, შემდეგ more,google forms და შევქმენი ვმვ კითხვარი ჩემი პროექტისათვის,ასევე ვისწავლე ფაილების დრაივზე ატვირთვა, ტრენერმა აგვიხსნა თუ რომელ ფაიში რომელი ჩვენი ნაშრომი უნდა განვათავსოთ, გაგვაცნო პორტფოლიოს ჩექლისტი,მომცა მითითებები პრეზენტაციაზე, რომელიც   შემდეგ ტრეინინგზე უნდა წარვადგინო.

Wednesday, June 28, 2017

დღე მეშვიდე რეფლექსია 7

  ტრეინინგი დავიწყეთ პროექტის გეგმის განხილვით. ტრენერმა კიდევ ერთხელ დეტალურად აგვიხსნა თუ  როგორ შეგვევსო წინარე ცოდნისა და სასწავლო პროცედურების გრაფები.ასევე ვიმსჯელეთ სახელმძღვანელოს რესურსებში მოცემულ მაგალითებზე, რაც დამეხმარება დავალების ადვილად შესრულებაში.
   ამ ტრეინინგიდან ასევე ბევრი რამ გავიგე შეფასების ფორმებზე.რაც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში ფროექტის შესაფასებლად.განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მოდული 5 აქტივობა 1 შეფასების სტრატეგიების განხილვა. გავეცანი შეფასების რუბლიკების შაბლონს და მოვარგე ჩემი მოსწავლეების პროექტს

Sunday, June 25, 2017

დღე მეექვსე რეფლექსია 6

     ჩემს დრაივზე შევქმენი საქაღალდე new folder დავარქვი სახელი თამარ გამგებელი. დოკუმენტების ორგანიზებისათვის ამ საქაღალდეში შევქმენი: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, შეფასება. სურათები, აუდიო, ვიდეო და საავტორო უფლებები. გავაზიარე ეს საქაღალდე და მარჯვენა ღილაკ დახმარებით მისამართის შესანახად დავაკოპირე.  მის განსათავსებლად. შევედი ბლოგზე. შევქმენი ახალი ფეიჯი.  რომელსაც დავარქვით პოთფოლიო. ფურცელზე დავწერე პროექტის სახელწოდება, მოვნიშნე ეს სახელწოდება და ავირჩიე ბრძანება ლინკ, სადაც ჩავსვი დრაივიდან დაკოპირებული ჩემი პორთფოლიოს მისამართი. გამოვაქვეყნე ფაბლიშის მეშვეობით. გვერდი, რომ გამოჩენილიყო ჩემს ბლოგზე ლეიაუთში. დიზაინი  აღვნიშნე პორტფოლიოს გვერდი და შევინახე სეივის მეშვეობით.
       შევედი მთავარ მასალაში სახელმძღვანელოში, მოდული 4-სასწავლო ნიმუშების შექმნაწავიკითხე აქტივობა N1 N2 და შემდეგ წყვილებში ვიმუშავე ჩეკლისტებზე, რომელიც მოვიძიეთ რესურსებში. მივიღე დავალება:
1. შევავსოთ პროექტის სასწავლო გეგმა პროცედურების ჩათვლით.
2. დავასრულოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი.
3. ჩექლისტის მიხედვით შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.

Saturday, June 24, 2017

დღე მეხუთე რეფლექსია 5

განვიხილე პროექტის. გეგმა.პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა, ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის მიმდინარეობა, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ. ასევე განვიხილე სტანდარტი, რომელიც უცვლელად უნდა გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებგვერდიდან.სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს.პროექტის გეგემაში მოცემული მიზანი და შედეგის ველი უნდა შევავსო მარტივი ენით რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა სახელმძღვანელოში მოდულ2ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.
      პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის მთლიან ეტაბზე მიმდინარეობს''პროექტის დაწყების,შუასა და დასასრულს.''შეფასების მეთოდები რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგიას რომელი მოცემულია მეორე მოდულის აქტივობაში..
     რაც შეეხება ბროშურას რომელსაც ვქმნი სამიზნე კლუბისათვის მაგ:მოსწავლისთვის,შობლისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის აუცილებელია სტატიები რასაც ბროშურაში განვათავსებ განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა სტატიები.პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს და რომელიც მე უნდა წარუდგინო, აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი სლაიდები;პროექტის სახელწოდება, პროექტის შინაარსი ,ესგ,მიზნები და შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ,აქტივობები შეფასება და დამშვიდობების სლაიდი.
     დღეს განვიხილეტ მოდული 3, ის კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.
    მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები(სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ ,რა  აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ.სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული.

Tuesday, June 20, 2017

დღე მეოთხე რეფლექსია 4

     ტრეინინგი დაიწყო დავალების განხილვით. ბატონმა გიორგიმ შემიმოწმა დავალება,  მომცა სასარგებლო მითითებები. ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე, განვიხილეთ მეორე მოდულის აქტივობა 3. დღევანდელი ტრეინინგი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვისწავლე ბროშურის შექმნა, მასზე ინფორმაციის განლაგება. ასევე ვისწავლე თუ, როგორ გავაკეთო პრეზენტაცია და რა ფორმით ჩავწერო მასში საპრეზენტაციო მასალა.
        საშინაო დავალება:    ვავსებ გეგმაში შეფასების სტრატეგიებს და ვგზავნი ორშაბათს
                                               ვავსებ ბროშურას და ვგზავნი სამშაბათს
                                               ვაკეთებ პრეზენტაციას და ვგზავნი ოთხშაბათს
   

Friday, June 16, 2017

დღე მესამე რეფლექსია 3

დღეს განვიხილეთ მოცემული საშინაო დავალებები, ვისაუბრე ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე. ვიმუშავე ბლოგზე, შევცვალე ბლოგის სათაური,  ვისწავლე  ახალი გვერდის შექმნა,უფრო მეტი გავიგე ბუკლეტის სახეობებზე, ტრენერმა მოგვცა დავალება:

1. მოვამზადო ტექსტები ჩემი ბროშურისათვის.
2. სახელმძღვანელოდან გადმოვტვირთო სასწავლო გეგმის შაბლონი ( მოდული 1) და შევავსო შეფასების გეგმამდე.

Tuesday, June 13, 2017

დღე მეორე რეფლექსია 2

   დასაწყისში მცირე დრო დავუთმეთ წინა დღით განვლილ მასალას. ტრენერისაგან მივიღე ჩემთვის საინტერესო კთხვებზე პასუხები.შევქმენით ბლოგი.დავწერეთ და გამოვაქვეყნეთ პირველი დღის რეფლექსია.
    განვიხილეთ მოდული 2, ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. განვიხილეთ თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.
   ვიმუშავეთ ჯგუფებში, ავირჩიეთ პროექტის თემა და ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, მოვაწყეთ პრეზენტაცია. ტრენერისგან მივიღეთ სასარგებლო რჩევები.
   საშინაო დავალება: გავაგზავნოთ ბლოგის მისამართი
                                       წავიკითხოთ 1 მოდულის 4 და 6 აქტივობა.
                                       დავწეროთ ჩვენი პროექტისათვის მიმართულების მიმცემი                                                        კითხვები:
1. დაასახელეთ თქვენი აზრით რომელი საკვებ- პროდუქტებია სასარგებლო ან  მავნე თქვენი ჯამრთელობისათვის                                                                                                                2. თვითონ რამდენად შირად იღებთ ჯანსაღ საკვებს?
 3. თქვენი აზრით როგორ შეიძლება უარი ვთქვათ ჩვენთვის საყვარელ, მაგრამ ჯამრთელობისათვის მავნე საკვებზე?
4. როგორ შეიძლება შემოწმდეს იყიდება თუ არა სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვები
5. რაშია ჯამრთელობის საიდუმლო?
                                           
                                                         

Sunday, June 11, 2017

დღე პირველი რეფლექსია 1

პირველ დღეს გავეცანით ინტელის პროგრამას, კონკრეტულად რა არის პროექტებით სწავლება და როგორ გამოვიყენოთ ის ეფექტურად  სასწავლო პროცესში. ასევე ტრენერმა, გიორგი არავიაშვილმა მოგვაწოდა ჩვენთვის სასარგებლო მასალები (ელექტრონული სახელმძღვანელო , ბლოგების მისამართები) რომელსაც გამოვიყენებთ ტრეინინგის განმავლობაში. გავიარეთ მოდული 1, გავეცანით მოდულის საკვანძო კითხვებს და  ძირითად ამოცანებს. დავიყავით ჯგუფებად, განვიხილეთ ზღაპარ "კონკიას" მაგალითზე პროექტი, მოვაწყეთ პრეზენტაცია. ტრეინინგის ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება მოვიფიქროთ ჩვენი მომავალი პროექტის სათაური და მიზნები.

დღე მეცხრე რეფლექსია 9

გავიხსენე რაც ტრეინინგის კურსის განმავლობაში შევისწავლე, ინტელის პროგრამა, ინტელის ახალი ხედვა, შევცვალე ბლოგის დიზაინი, დავამატე ახალი გაჯ...